რატომ დამარცხდა გერმანია მეორე მსოფლიო ომში?

ნაცისტურმა გერმანიამ შეძლო დაეპყრო ევროპის ქვეყნები, მან ასევე დაიპყრო რუსეთიც თუმცა ჰიტლერის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ომის კურსი მთლიანად შეცვალა გერმანიის საწინააღმდეგოდ.

ოპერაცია ჩრდილოეთ აფრიკაში.

გერმანიამ გადაწყვიტა ჩრდილოეთ აფრიკაში ჩაეტარებინა ოპერაცია. ოპერაციის მიზანი იყო კონტროლის დამყარება სუეცის არხზე, რითაც მათ წვდომა ექნებოდათ ნავთობზე. ჰიტლერმა ჩამოაყალიბა აფრიკული რაზმი რომელის მიზანიც სუეცის არხის დაცვა იყო. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წავიდა. 1942 წლის ოქტომბერს, დიდმა ბრიტანეთმა, დაამარცხა აფრიკული რაზმი, რითაც გერმანიას მნიშვნელოვანი რესურსი შეუწყდა.

ამერიკელების ჩართვა ომში.

1941 წლის დეკემბერს, იაპონია თავს დაესხა ამერიკულ ბაზას “პერლ-ჰაბორს” საპასუხოდ კი, ამერიკამ ომი გამოუცხადა იაპონიას; იმ დროისთვის გერმანია და იაპონია მოკავშირეები იყვნენ. მას შემდეგ რაც ამერიკამ ომი გამოუცხადა იაპონიას, გერმანიამაც საპასუხოდ ომი გამოუცხადა ამერიკას. ჰიტლერი ფიქრობდა რომ ამერიკა კონცენტრირებული იქნებოდა იაპონიასთან ომში და მთელს მის რესურს მასთან ომში გამოიყენებდა, თუმცა, მწარედ შეცდა. ამერიკა იმ დროისთვის ყველაზე მდგრადი და ეკონომიურად გამართული ქვეყანა იყო. ამერიკა როგორც დიდ ბრიტანეთს, ასევე, საბჭოთა კავშირს ეხმარებოდა და ამარაგებდა ბრძოლისთვის საჭირო რესურსებით. ამერიკამ იმდენივე ჯარისკაცი გამოიყვანა რამდენიც საბჭოთა კავშირს ყავდა და გაცილებით მეტი საბრძოლო ტექნიკა ვიდრე გერმანიას ჰქონდა. ამერიკას დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის დამარცხებაში.

საკვები და მნიშვნელოვანი რესურსები ომის წარსამართად.

რაც უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობდნენ გერმანელები, მით უფრო, ფერხდებოდა მათი მომარაგება საჭირო რესურსით. რადგანაც ისენი დიდი მანძილით შორდებოდნენ იმ პუნქტებს საიდანაც მათი მომარაგება ხდებოდა. ხანდახან, გზა იმდენად გაუვალი იყო რომ, საჭირო რესურსის ჩაბარება დროში იწელეობდა, ხან კი, ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად იმისა რომ იმ დროისთვის გერმანია ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ ქვეყანად ითვლებოდა, ისენი მაინც ცხენებს იყენებდნენ საჭირო რესურსის დანიშნულების ადგილამდე მისტანად.

ოპერაცია ბარბაროსა

1941 წლის ივნისში, ჰიტლერმა დაარღვია შეთანხმება საბჭოთა კავშირთან და გადაწყვიტა რუსეთის ტერიტორიების დაპყრობა. ფიურერი ფიქრობდა რომ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყო ასევე დაიპყრობდა რუსეთსაც. თუმცა მან ვერ გათვალა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რომელიც რუსეთს დიდ უპირატესობას ანიჭებდა ეს იყო ზამთარი. გერმანელ ჯარისკაცებს არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა იმისთვის რომ ზამთარში ომი გაეგრძელებინათ; ისინი ზამთრისთვის შეუფერებელი აღჭურვილობის გარეშე იყინებოდნენ ხოლო მათი ტექნიკა მწყობრიდან გამოდიოდა. გაუსაძლისმა ზამთარმა, დიდი უპირატესობა მისცა, წითელ არმიას, იმისათვის რომ ნაცისტური ჯარი გაედევნათ მოსკოვიდან.

სტალინგრადის ბრძოლა

Stalingrad

სტალინგრადი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ზონა იყო რუსეთისთვის, რადგანაც სტალინგრადიდან მარაგდებოდა რუსეთი საჭირო რესურსით. მიუხედავად იმისა რომ, გერმანელებს თავისუფლად შეეძლოთ დაებომბათ ინდუსტრიული ზონები. ჰიტლერმა გადაწყვიტა შეეტია და ხელში ჩაეგდო ქალაქი, რადგანაც ამით სტალინს დიდ შეურაწყოფას მიაყენებდა (სტალინგრადს სტალინის საპატივცემულოდ დაარქვეს სტალინგრადი). თუმცა, საბოლოოდ, გერმანელები დამარცხდნენ, რამაც ომის კურსი მთლიანად შეცვალა, მათ საწინააღმდეგოდ.

ჰიტლერი ხდება სამხედრო მეთაური

მას შემდეგ რაც, ნაცისტურმა გერმანიამ ვერ შეძლო მოსკოვის აღება, ჰიტლერმა გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო სამხედრო მეთაურობა, რამაც უფრო დაამძიმა მდგომარეობა. ჰიტლერი აღარ უსმენდა მის გენერლებს, და იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს რომელიც უფრო ამძიმებდა სიტუაციას. ჰიტლერი ჯარს არ აძლევდა უკან დახევის საშუალებას რამაც დიდი დანაკარეგები გამოიწვია.

მაგიით შეპყრობილი

ჰიტლერი სჯეროდა მაგიის, ის თვლიდა რომ ზოგიერთ ქვას მაგიური ძალა ჰქონდა. მაგალითად, ჰიტლერი იყენებდა დოზინგს ბრიტანული წყალქვეშა გემების საძებნად. ასევე, ჰიტლერი სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის დროს მონაწილეობას აღებინებდა, ასტოლოგებს, მკითხავებს და მაგიკოსებს. ალბათ, ბევრად უკეთესი შედეგები ექნებოდათ ამ არაკომპეტენტურ ხალხს რომ მონაწილეობა არ მიეღოთ.

ნორმანდიის ბრძოლა

1944 წლის 6 ივნისი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი მეორე მსოფლიო ომში, როდესაც მოკავშირეები იწყებენ ნორმანდიის სანაპიროზე შეტევას. შეტევამდე, რამოდენიმე ხნით ადრე მათ ხაფანგი დაუგეს გერმანელებს; ისენი მიზანმიმართულად აგზავნიდნენ არასწორ შეტყობინებებს, იყენებდნენ ყალბ საჰაერო სისტემებს და რადიო გადამცემებს; გერმანელები ამ ხაფანგზე წამოეგნენ და დაიწყეს მედესანტეების და მძიმე ტექნიკის ისეთ ტერიტორიაზე გადასროლა სადაც არავინ იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოკავშირეებმა ბევრი მებრძოლი დაკარგეს ნორმანდიის ბრძოლაში თუმცა ომი მაინც მოიგეს. ალბათ, გერმანელები ამ ხაფანგზე რომ არ წამოგებულიყვნენ მოკავშირეები ვერ შეძლებდნენ ამ ბრძოლის მოგებას.

ბრძოლა ორ ფრონტზე

1939 წლის 23 აგვისტოს, ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს “მშვიდობის აქტზე”, რაც გულისხმობდა იმას რომ ისენი ერთმანეთს არ შეუტევდნენ. რამაც ჰიტლერს მისცა იმის საშუალება რომ მთელი სამხედრო რესურსი დასავლეთ ევროპის დაპყრობაზე გამოეყენებინა. როდესაც ჰიტლერმა მიზანს მიაღწია და თითქმის მთელი ევროპა ხელში ჩაიგდო მან გადაწყვიტა რუსეთის დაპყრობაც. 1941 წლის 22 ივნის, ჰიტლერმა დაარღვია ხელშეკრულება საბჭოთა კავშირთან და დაიწყო რუსეთის ქალაქებზე შეტევა. ამავე წლის 11 დეკემბერს, მან ომი გამოუცხადა ამერიკას. სტალინგრადის და ნორმანდიის ბრძოლის შემდგომ დასუსტებული გერმანია, მოკავშირეების ალყაში მოექცა და საბოლოოდ დამარცხდა.